თავში

გაერო: ბურუნდიში მალარიის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

გაერო: ბურუნდიში მალარიის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
გაერო: ბურუნდიში მალარიის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წელს ბურუნდიში მალარიის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ აფეთქებას სპეციალური ბადეების, მედიკამენტების დეფიციტი და კლიმატის ცვლილებები უწყობს ხელს.

გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ აფრიკულ ქვეყანაში წელს დაახლოებით 2700 ადამიანი დაიღუპა და 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 64 პროცენტით არის გაზრდილი.

მეცნიერები შიშობენ, რომ ტემპერატურის მატებამ შესაძლოა კოღოების რიცხვის მატება გამოიწვიოს, რომელთაც მალარია და სხვა დაავადებები გადააქვთ.

ბურუნდის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქებასთან ბრძოლისთვის მზადაა. ახალი მედიკამენტები უკვე შეკვეთილია. ასევე საცხოვრებელი სახლების სპეციალური სითხეებით დამუშავება და კოღოების საწინააღმდეგო ბადეების მასობრივი დარიგება იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system