თავში

გაერო COVID-19-თან ბრძოლის გლობალურ ფონდს შექმნის

​გაერო COVID-19-თან ბრძოლის გლობალურ ფონდს შექმნის
გაერო COVID-19-თან ბრძოლის გლობალურ ფონდს შექმნის

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გლობალურ ფონდს შექმნის. ამის შესახებ სააგენტო Reuters ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.

"საერთაშორისო ფონდი გაეროს ეგიდით ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობას უზრუნველყოფს და ყველა ქვეყნის ძალისხმევას უფრო ეფექტურს გახდის", - გათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინე ერიქსენ სორეიდეს განცხადებაში.

ფონდი განვითარებად ქვეყნებს, რომლებსაც ჯანდაცვის სუსტი სისტემა აქვთ, კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ოფიციალურ განცხადებას ფონდის შექმნასთან დაკავშირებით გაერო, სავარაუდოდ, ამ კვირაში გააკეთებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system