თავში

გაერო დანაშაულის პრევენციის კონგრესს მომავალ წელს ჩაატარებს

​გაერო დანაშაულის პრევენციის კონგრესს მომავალ წელს ჩაატარებს
გაერო დანაშაულის პრევენციის კონგრესს მომავალ წელს ჩაატარებს

გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-14 კონგრესი იაპონიის ქალაქ კიოტოში 2021 წლის 7-12 მარტს გაიმართება.

ამის შესახებ გაერო-ს განყოფილებაში განაცხადეს, რომელიც ვენაში მდებარეობს.

"გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად განსაზღვრა ეს თარიღები, რომელიც დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის კომისიის მიერ იყო რეკომენდირებული. 2021 წლის 6 მარტს კონგრესის წინა კონსულტაციები გაიმართება", - აღნიშნულია ვენის განყოფილების განცხადებაში.

თავდაპირველად კიოტოში გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესის ჩატარება 2020 წლის 20-27 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system