თავში

გაერო ეთიოპიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

გაერო ეთიოპიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
გაერო ეთიოპიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

გაერო-მ ეთიოპიის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს შეუფერხებელ ჰუმანიტარულ დახმარებას ტიგრაის რეგიონში. ამ შეთანხმებით ისინი 6 მილიონ ადამიანს დაეხმარებიან, რომლებიც ფედერალური ძალებისა და ტიგრაის რეგიონების მთავრობებს შორის დაპირისპირებების გამო რთულ ვითარებაში იმყოფებიან.

გაერო და სხვადასხვა ორგანიზაციები კვირების განმავლობაში ცდილობდნენ რეგიონის მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მიწოდებას.

”ჩვენ ვცდილობთ, რომ დახმარება აღმოვუჩინოთ მთელ რეგიონს და თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. გაერო და პარტნიორი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ჩართონ ყველა მხარე, რათა უზრუნველყონ ჰუმანიტარული ქმედებები ტიგრაის, ამჰარისა და აფარის რეგიონებში", - განაცხადეს გაერო-ში.

ცნობილია, რომ ახლა ტიგრაიში მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება, მათ შორის 45 000-მა ადამიანმა თავი მეზობელ სუდანს შეაფარა.

ტიგრაი, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება, ნოემბრიდან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე აირჩია. პრემიერ აბი აჰმედის თქმით, კანონიერება უნდა აღდგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system