თავში

გაერო: კორონავირუსით 300 000 აფრიკელი დაიღუპება

​გაერო: კორონავირუსით 300 000 აფრიკელი დაიღუპება
გაერო: კორონავირუსით 300 000 აფრიკელი დაიღუპება

აფრიკის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, კონტინენტზე კორონავირუსით 300 000 დაიღუპება და 29 მილიონი შიმშილობისთვისაა განწირული. 54 აფრიკული სახელმწიფოს გადასარჩენად 100 მილიარდი იქნება საჭირო. ეს განცხადება გაერო-ს აფრიკის ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე კომისიამ გააკეთა.

დღეის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე, 54 სახელმწიფოში კორონავირუსის 20000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს საკმაოდ დაბალი ციფრია მსოფლიოს სხვა ტერიტორიებთან შედარებით, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 3-6 თვეში ეს ციფრი შეიძლება 10 მილიონამდე გაიზარდოს.

აფრიკის სახელმწიფოები დახმარებას ითხოვენ. მათ მოვლენათა 4 შესაძლო განვითარების მოდელირება მოახდინეს. უკიდურესი სცენარის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების გარეშე, აფრიკაში 1,2 მილიარდი ადამიანი დაინფიცირდება და 3,3 მილიონი დაიღუპება. აფრიკის მოსახლეობა მთლიანად 1,3 მილიარდია. სურათი უკეთესი სცენარის შემთხვევაშიც კი საკმაოდ შემაშფოთებელია - 122,8 მილიონი დაინფიცირდება და 300 000 გარდაიცვლება.

ვითარებაs აფრიკაში ართულებს ისიც, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჰიგიენის ელემენტარულ საშუალებებსა და წამლებზე ხელი არ მიუწვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system