თავში

გაერო: ლიბიაში ადამიანის უფლებების დაცვა გაუმჯობესდა

გაერო: ლიბიაში ადამიანის უფლებების დაცვა გაუმჯობესდა
გაერო: ლიბიაში ადამიანის უფლებების დაცვა გაუმჯობესდა

ლიბიაში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, სტეფანი უილიამსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა გაუმჯობესდა. 

უილიამსმა ასევე დასძინა, რომ მრავალი პოზიტიური ტენდენცია იკვეთება ამ წლის ივნისის შემდეგ, რადგან სამშვიდობო პროცესები მოძლიერდა და დაძაბულობა შემცირდა.

გარდა ამისა, დღეს ჟენევაში გაერო-ს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისიამ 19 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 19 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება დააფიქსირა. დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ თითოეულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, იარაღის გარეშე მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში 21 აგვისტოს სამოქალაქო კონფლიქტის მხარეებმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ცეცხლის შეწყვეტის პირობები პრაქტიკულად განხორციელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system