თავში

გაერო-მ დონორებს იემენისთვის 3,85 მილიარდის გამოყოფისკენ მოუწოდა

​გაერო-მ დონორებს იემენისთვის 3,85 მილიარდის გამოყოფისკენ მოუწოდა
გაერო-მ დონორებს იემენისთვის 3,85 მილიარდის გამოყოფისკენ მოუწოდა

გაერო დონორ ქვეყნებს იემენის დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდებს. მინისტრების დონეზე გამართულ კონფერენციაზე ითქვა, რომ 2021 წლის განმავლობაში 16 მილიონ იემენელს გადაუდებელი დახმარება დასჭირდება. მოსახლეობის მესამედი განადგურების პირასაა და მათ გადასარჩენად გაერო 3,85 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.

”საერთაშორისო დონორებმა იემენში გავრცელებული შიმშილის თავიდან ასაცილებლად ზომები ახლა უნდა მიიღონ", - აღნიშნა მსოფლიო ორგანიზაციამ.

გაერო-ს, შვეიცარიისა და შვედეთის მიერ ორგანიზებულ სახსრების შეგროვების საერთაშორისო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

გაერო-ს განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში იემენის დახმარებისთვის მოძიებულმა სახსრებმა მნიშვნელოვნად იკლო, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე ტრაგიკულად შეიძლება აისახოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system