თავში

გაერო-მ ჰუმანიტარული დახმარების გეგმა შეადგინა

გაერო-მ ჰუმანიტარული დახმარების გეგმა შეადგინა
გაერო-მ ჰუმანიტარული დახმარების გეგმა შეადგინა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების, გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეადგინა, რათა მსოფლიოში არსებულ ღარიბ ქვეყნებს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. 

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და გაერო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს. 

"სწორი დაფინანსება უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს. იგი ხელს შეუწყობს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას, ასევე დაეხმარება ლაბორატორიებს, რათა აღიჭურვონ შესაბამისი მასალით და ჩაატარონ კორონავირუსის ტესტები. ეს ასევე დაეხმარება საავადმყოფოებს, რათა მათ დაავადებულებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ", - განაცხადა გუტიერეშმა. 

მისი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან სამედიცინო სფეროში ის ქვეყნებიც განიცდიან ძლიერ ზეწოლას, რომლებსაც შედარებით უკეთესი ჯანდაცვის სისტემა აქვთ. 

გუტიერეშმა განაცხადა, რომ ახლა იმ ქვეყნების დახმარების დროა, რომლებიც ისეთი ჰუმანიტარული კრიზისების შუაგულში იმყოფებიან, როგორიცაა კონფლიქტები, სტიქიური უბედურებები და კლიმატის ცვლილებები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system