თავში

გაერო-მ მალის სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო იერიშები დაგმო

გაერო-მ მალის სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო იერიშები დაგმო
გაერო-მ მალის სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო იერიშები დაგმო

გაერო-მ მალის ჩრდილოეთით საერთაშორისო ძალების სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმა დაგმო. ინფორმაციას გაერო-ს მისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილია, რომ 30 ნოემბერს შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო ბანაკების მიმართულებით სარაკეტო იერიშები განახორციელეს ქალაქ კიდალში, მენაკასა და გაოში. ასევე ცნობილია, რომ თავდამსხმელებმა მენაკას სამხედრო ბანაკს, სულ მცირე, 6 რაკეტა ესროლეს.

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ დღეს საერთაშორისო ძალების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მანდატები შევასრულოთ და მალიში მშვიდობა დამყარდეს", - განაცხადა გაერო-ს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის (MINUSMA) ხელმძღვანელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system