თავში

გაერო-ს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს
გაერო-ს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, 75-ე სესიის თავმჯდომარემ, ვოლკან ბოზკირმა გამოაცხადა.

გუტერეშის მეორე ვადის ათვლა 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და უფლებამოსილება 2026 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება.

ანტონიო გუტერეში გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე მას მხარდაჭერა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ გამოუცხადა.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system