თავში

გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს მიგრანტების დასახმარებლად ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს

​გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს მიგრანტების დასახმარებლად ძალისხმ
გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს მიგრანტების დასახმარებლად ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოებამ მიგრანტებისა და დევნილების დასახმარებლად ძალისხმევა უნდა გააერთიანოს, - ამის შესახებ ჟენევაში დევნილთა საკითხებში გლობალური ფორუმის გახსნაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

"70 მილიონ ადამიანზე მეტი, მათ შორის 25 მილიონი დევნილი, იძულებულია, საკუთარი სახლი დატოვოს. დევნილთა საკითხებში გაერო-ს სამმართველო ამ ციფრებს რეკორდულად მაღალს უწოდებს. დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და გადაწყვეტილების პრაქტიკული, ეფექტური მეთოდები", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას დღეს განვითარებადი ქვეყნები და ისეთი სახელმწიფოები იღებენ, რომელთა მოსახლეობას საშუალო შემოსავალი აქვს. ასეთ ქვეყნებს საერთაშორისო ფინანსური და პრაქტიკული მხარდაჭერა სჭირდება.

ჟენევაში დევნილთა საკითხებში გლობალური ფორუმი 19 დეკემბერს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system