თავში

გაერო-ს გენერალური მდივნის არჩევნები ივნისში გაიმართება

​გაერო-ს გენერალური მდივნის არჩევნები ივნისში გაიმართება
გაერო-ს გენერალური მდივნის არჩევნები ივნისში გაიმართება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნები ივნისში გაიმართება. ამჟამად ერთადერთი კანდიდატი მოქმედი ხელმძღვანელი ანტონიო გუტიერეშია. ამის შესახებ გაერო-ში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სვენ იურგენსონმა განაცხადა.

1 ივნისიდან ესტონეთი ერთი თვის განმავლობაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, ”გაერო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ივნისში მოხდება. ეს ახალი გენერალური მდივნის არჩევაა”.

”ეს მოხდება ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში,” - განაცხადა იურგენსონმა და დასძინა, რომ არჩევნების საბოლოო თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, გუტიერეში ახლა ერთადერთი კანდიდატია, თუმცა შემდეგ ჯერზე, შესაძლოა, მეტი კანდიდატი იყოს.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ანტონიო გუტიერეშმა გენერალური ასამბლეისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს. გუტიერეშის პირველი ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system