თავში

გაერო-ს გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია

​გაერო-ს გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია
გაერო-ს გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით ანტონიო გუტიერეში აირჩია. ამის შესახებ გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარემ, ვოლქან ბოზქირმა განაცხადა.

”მე მაქვს პატივი განვაცხადო გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტიერეშის მეორე დავით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე არჩევის შესახებ", - განაცხადა მან.

გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე გუტიერეში ერთადერთი კანდიდატი იყო.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ანტონიო გუტიერეშმა გენერალური ასამბლეისა და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს. გუტიერეშის პირველი ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system