თავში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირანისათვის სანქციების განახლებაზე უარი განაცხადა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირანისათვის სანქციების განახლებაზე უარი
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირანისათვის სანქციების განახლებაზე უარი განაცხადა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებაზე აშშ–ის თხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის გენერალური მდივნის წერილში.

უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაიკ მოპეოს წერილი 2231 რეზოლუციის მე-11 პუნქტთან შესაბამისობაში არ არის. ამავე დროს, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა და უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ისინი ირანისათვის შეზღუდვების აღდგენის წინააღმდეგნი არიან. 

როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საბჭოს წევრთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმების მხარეს აღარ წარმოადგენს.

ირანისათვის სანქციების აღდგენის მექანიზმი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 2231 რეზოლუციით განისაზღვრება, რომელშიც რატიფიცირებულია 2015 წელს ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ გაერო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს აღადგენს.

19 სექტემბერს ევროკავშირის ე.წ. "დიდმა სამეულმა" ირანისათვის ხელახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადება უარყო. გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის პოზიციას მხარს უჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრთა უმეტესობაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system