თავში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს თანასწორობისკენ მოუწოდა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს თანასწორობისკენ მოუწოდა
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს თანასწორობისკენ მოუწოდა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერები გლობალურ ინსტიტუციებში უთანასწორობის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად უფრო თანაბარი და მდგრადი სამყარო ჩამოყალიბდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ანტონიე გუტერეშმა განაცხადა, რომ ე.წ. ახალ გლობალურ გარიგებას ემხრობა, რომელიცსაერთაშორისო დონეზე ძალაუფლების, სიმდიდრის და შესაძლებლობების უფრო ფართო და სამართლიან გაყოფას გულისხმობს.  

”უთანასწორობა თავშივე იწყება: გლობალურ ინსტიტუციებში. უთანასწორობის აღმოფხვრა სწორედი მათი რეფორმირების გზით უნდა დაიწყოს" , - დასძინა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიამ რენტგენის მსგავსად გამოავლინა „ ჩვენს მიერ აშენებული საზოგადოებების მყიფე ჩონჩხის მოტეხილობები“.

”მან ფარდა ახადა სიცრუეებს: თითქოს თავისუფალ ბაზრებს შეუძლიათ ყველას გაუწიონ ჯანდაცვა, ილუზია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოსტ-რასისტულ სამყაროში; მითი იმის შესახებ, რომ ყველანი ერთსა და იმავე ნავში ვართ" , - განაცხადა გუტერეშმა.

გენერალური მდივნის თქმით,  სამყაროს სჭირდება ახალი სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვას. 

”ახლა დროა ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება: შევუდგებით ქაოსს დაყოფითა და უთანასწორობით, ან გამოვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ერთადწავალთ წინ" , - დასძინა ანტონიო გუტერეშმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system