თავში

გაერო-ს გენმდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა

გაერო-ს გენმდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა
გაერო-ს გენმდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. შეხვედრა გუტიერეშის ინიციატივით გაიმართა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალურ მდივანს სომხეთის პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისისა და აგვისტოს მოვლენები გაიხსენა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო დასახლებას ახორციელებს, რაც, მისი მტკიცებით, ჟენევის კონვენციის თანახმად, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერმა ათობით ათასი სამოქალაქო პირისგან შეიარაღებულ მოხალისეთა დანაყოფები შექმნა, რომელთაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას აიძულებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი კონფლიქტი მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების სამჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

ამასთან, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ 29 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system