თავში

გაერო-ს ხელმძღვანელი ეთიოპიას მოუწოდებს, ტიგრაის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას

​გაერო-ს ხელმძღვანელი ეთიოპიას მოუწოდებს, ტიგრაის
გაერო-ს ხელმძღვანელი ეთიოპიას მოუწოდებს, ტიგრაის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას

გაეროს-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში ეთიოპიას მოუწოდებს, ტიგრაის მშვიდობიანი მოსახლეობა  დაიცვას. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს-ს გენერალური მდივანი ეთიოპიის ტიგრაის რაიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

”ის ეთიოპიის ლიდერებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიცვან ადამიანის უფლებები და უზრუნველყონ ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა ყველაზე საჭირო დახმარების აღმოჩენისთვის” - განაცხადა დუჟარიკმა.

ტიგრაი, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება, ნოემბრიდან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე აირჩია. პრემიერ აბი აჰმედის თქმით, კანონიერება უნდა აღდგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system