თავში

გაერო-ს შტაბ-ბინასთან ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

გაერო-ს შტაბ-ბინასთან ​ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო
გაერო-ს შტაბ-ბინასთან ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინასთან ხოჯალის გენოციდის  ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა გაიმართა. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოფენა აზერბაიჯან-ნიუ-იორკის ასოციაციის ორგანიზებითა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით გამართა.

გამოფენაზე გამოტანილ ფოტოსურათებზე, ხოჯალის გენოციდის დროს მოკლული უდანაშაულო ადამიანების ფოტოები იყო ასახული. გარდა ამისა, ნიუ-იორკის ცენტრალურ ქუჩებში საავტომობილო მსვლელობა მოეწყო. სპეციალური ავტომანქანები ციფრული პლაკატებით გადაადგილდებოდნენ.

ხოჯალის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აღდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი - ერთი.

1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ხოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system