თავში

გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს

​გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელში და ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების გამწვავებასთან დაკავშირებით ოთხშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Times of Israel ავრცელებს.

აღინიშნა, რომ სამ დღის განმავლობაში მეორე შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის, ნორვეგიისა და ტუნისის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება, დიპლომატები შეეცდებიან, რეგიონში დაძაბულობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღონ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრთა წინა შეხვედრაზე ნორვეგიის დელეგაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელი ოჯახების გადასახლების პრევენციის მიზნით ერთობლივი განცხადების მიღება მოითხოვა და ასევე მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს "ცალმხრივი ნაბიჯებისაგან, რომლებიც დაძაბულობას ზრდის და ორი სახელმწიფოს თანაარსებობის გადაწყვეტილებას ძირს უთხრის".

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system