თავში

გაერო საუდის არაბეთში ექსპერტებს გზავნის

​გაერო საუდის არაბეთში ექსპერტებს გზავნის
გაერო საუდის არაბეთში ექსპერტებს გზავნის

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საუდის არაბეთში ექსპერტებს გზავნის, რომლებიც ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის

გამოძიებაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების შესახებ სპეციალისტები უშიშროების საბჭოს წარუდგენენ.

„მინდა ვთქვა, რომ ამ და სხვა ექსპერტების მიერ მიღებული შედეგების მიუხედავად, მე ამ თავდასხმებს მტკიცედ ვგმობ“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, ეს ქმედებები სპარსეთის ყურეში დაძაბულობის დრამატული ესკალაციაა, და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი შეჩერება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system