თავში

გაერო-ში ბარდას საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა დაგმეს

გაერო-ში ბარდას საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა დაგმეს
გაერო-ში ბარდას საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა დაგმეს

გაერო გმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მის მიღმა საცხოვრებელი ადგილების დაბომბვას, მათ შორის - შეტევას აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაზე. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ დასახლებულ პუნქტებზე ყველა თავდასხმას, რომელსაც კონფლიქტის შედეგად ჰქონდა ადგილი, მათ შორის თავდასხმას ქალაქ ბარდაზე, რომლის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ... ასეთ თავდასხმებს გამართლება არა აქვს”, - განაცხადა დიუჟარიკმა.

სპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდება კონფლიქტის მონაწილე მხარეებისადმი: ჰუმანიტარული მიზნებისათვის შენარჩუნდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შესრულდეს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით აღებული ვალდებულებები.

28 ოქტომბერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო სამართლით აკრძალული კასეტური რაკეტებით ქალაქ ბარდაზე განხორციელებული შეტევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე - დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system