თავში

გაიტაცეს კაცი, რომელმაც გამტაცებლებს ბავშვების გამოსასყიდი თანხა მიუტანა

გაიტაცეს კაცი, რომელმაც გამტაცებლებს ბავშვების გამოსასყიდი თანხა
გაიტაცეს კაცი, რომელმაც გამტაცებლებს ბავშვების გამოსასყიდი თანხა მიუტანა

ნიგერიაში, თანხის მიღების მოტივით, სკოლის ათობით მოსწავლის გამტაცებლებმა, კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ეს უკანასკნელი, მათთან გამოსასყიდის თანხით მივიდა, რა დროსაც ის ტყვედ აიყვანეს.

BBC-ის ცნობით, ხანში შესულმა კაცმა გამტაცებლებს 30 მილიონი ნაირა -$73,000 აშშ დოლარი მიუტანა. ეს თანხა მოსწავლეების მშობლებმა საკუთარი მიწებისა და ქონების გაყიდვით შეაგროვეს, რათა შვილები ტყვეობიდან დაეხსნათ.

ბოროტმოქმედებმა სკოლის დირექტორს დაურეკეს და უთხრეს, რომ მათ ის თანხა ვერ მიიღეს, რომელსაც ითხოვდნენ.

ბოლო თვეების განმავლობაში, ნიგერიაში ადამიანების გატაცების შემთხვევები გაიზარდა. 

უმეტეს შემთხვევაში ტყვეებს გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ, თუმცა, მათი ნაწილი მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system