თავში

გახარებულმა პენსიონერმა COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ იცეკვა - VIDEO

​გახარებულმა პენსიონერმა COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ იცეკვა
გახარებულმა პენსიონერმა COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ იცეკვა - VIDEO

პერუში პენსიონერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ისე გაუხარდა, რომ აცრის შემდეგ ენერგიული ცეკვა დაიწყო. ვიდეოს სააგენტო Reuters ავრცელებს.

85 წლის ხოსე ლუის მასედო დილით ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში გამოცხადდა.

ის ისეთი აღელვებული იყო, რომ ემოციები ვერ შეიკავა და იცეკვა.

ასეთი რეაქცია მასედომ იმით ახსნა, რომ ძალიან ბედნიერია. ვაქცინირებულ პენსიონერს ახლა არაფრის ეშინია და ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ ხანგრძლივი ფიზიკური განშორების შემდეგ ახლობლების პირადად ნახვას და მათთან დროის გატარებას შეძლებს.

85 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია კაცობრიობას პანდემიის დაძლევაში დიდ დახმარებას გაუწევს და ყველას მოუწოდა, აცრა გაიკეთონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system