თავში

გამოძიება ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს

გამოძიება ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს
გამოძიება ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს

გამოძიება ყაზახეთში თვითმფრინავ Bek Air-ის ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს. ექსპერტების თქმით, ტრაგედიის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა ან სანავიგაციო სამსახურების არასწორი მუშაობა იყო.

თვითმფრინავის "შავი ყუთები" მოსკოვის სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტშია გადაგზავნილი.

"ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ალმათიში მომხდარ ავიაკატასტროფას იძიებს", -ა აცხადებს ყაზახეთის შსს მინისტრი ერლან ტურგუმბაევი.

მისი თქმით, ამაჟამად ადგილზე ლაინერის დემონტაჟი მიმდინარეობს. მას მოგვიანებით დეტალურად შეისწავლიან. 

ყაზახეთში, ქალაქ ალმათის სიახლოვეს ავიაკომპანია Bek Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 27 დეკემბერს განიცადა. თვითმფრინავი ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ მიემართებოდა, თუმცა ალმათის აეროპორტიდან აფრენისას სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, ქალაქ ალმათიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 49 დაშავდა. უწყება სიას აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system