თავში

გამომძიებლები დღეს ვერ დაჰკითხავენ მამაკაცს, რომელიც გერმანიაში ავტომობილით ადამიანებს შაუვარდა

​გამომძიებლები დღეს ვერ დაჰკითხავენ მამაკაცს, რომელიც გერმანიაში ავტომ
გამომძიებლები დღეს ვერ დაჰკითხავენ მამაკაცს, რომელიც გერმანიაში ავტომობილით ადამიანებს შაუვარდა

გერმანიაში გამომძიებლები დღეს 29 წლის მამაკაცის დაკითხვას გეგმავდნენ, რომელიც "მერსედესის" მარკის ავტომობილით კარნავალზე ფეხით მოსიარულეებს შეუვარდა. ინციდენტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 18 ბავშვია.

გამოცემა Bild და სხვა ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულს მამაკაც თავის ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც მას დღეს ვერ დაჰკითხავენ.

"ჯერჯერობით არანაირი მინიშნება არ არის იმაზე, რომ დანაშაულის მოტივი პოლიტიკური იყო", - განუცხადა Bild-ს გამომძიებელმა და დასძინა, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები გქონდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ინციდენტის მომენტში ალკოჰოლის, ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა გამომძიებლები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system