თავში

გამოცემა Daily Mail- ის მფლობელი Google-ს უჩივის

გამოცემა Daily Mail- ის მფლობელი Google-ს უჩივის
გამოცემა Daily Mail- ის მფლობელი Google-ს უჩივის
© bbc.com

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის მფლობელი Google-ს პუბლიკაციების შემცირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ ისინი არ ყიდულობენ საკმარის რეკლამას Google-ის პლატფორმაზე, მასზე წვდომა ეზღუდებათ, რითიც ონლაინ გამომცემლები ზარალდებიან. ამის შესახებ BBC იუწყება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისროს", - განაცხადა გამოცემის მფლობელმა.

Google-მა ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

"ჩვენი სარეკლამო ტექნიკური საშუალებების გამოყენება გავლენას არ ახდენს Google-ის ძიებებში გამომცემლის საიტის რანჟირებაზე. ზოგადად, ჩვენ ვვაჭრობთ ხალხმრავალ და კონკურენტულ სარეკლამო ტექნოლოგიურ სივრცეში, სადაც გამომცემლებს მრავალ ვარიანტის გამოყენება შეუძლიათ. ჩვენ დავიცავთ თავს ამ უსაფუძვლო პრეტენზიებისგან", - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system