თავში

გამოუძინებლობა და ზედმეტი ძილი ერთნაირად საშიშია

​გამოუძინებლობა და ზედმეტი ძილი ერთნაირად საშიშია
გამოუძინებლობა და ზედმეტი ძილი ერთნაირად საშიშია

University of Colorado Boulder-ის მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც გამოუძინებლობისა და ზედმეტი ძილის საფრთხეებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ორივე შემთხვევაში, გულთან დაკავშირებული პრობლემების საკმაოდ დიდი რისკი არსებობს. თანაც საფრთხე იმ ადამიანებსაც ემუქრება, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესებს მისდევს და სპორტითაა დაკავებული.

კვლევაში, რომელიც MedicalXpress-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ექსპერტები საკითხს 7 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ისინი 461 ათასი ადამიანის ძილის რეჟიმს, გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო მაჩვენებლებს აკვირდებოდნენ, რომლებსაც მანამდე გულთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს ჰქონდათ. მათი ასაკი 40-დან 69 წლამდე მერყეობდა.

საბოლოო ჯამში აღმოჩდა, რომ ისინი, ვისაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები ეძინა, 20%-ით უფრო მიდრეკილები არიან ინფარქტისკენ ვიდრე ისინი, ვისაც 6-დან 9 საათამდე ეძინა. კვლევაში მონაწილე ის ადამიანები კი, ვისაც 9 საათზე მეტხანს ეძინა, გულის შეტევისკენ 34%-ითაა მიდრეკილი.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ ძილის უკმარისობა ლორწოვან გარსზე, ძვლის ტვინში ანთებითი უჯრედების განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას. ზედმეტად ხანგრძლივი ძილი კი ორგანიზმში ანთების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system