თავში

განჯაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა - PHOTO - განახლებულია

განჯაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
განჯაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა - PHOTO - განახლებულია

აზერბაიჯანის ქალაქ განჯას ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებების სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 45 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი არასრულწლოვანია.

-10:01-

აზერბაიჯანის ქალაქ განჯას ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებების სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმა ღამის 01:00-ისთვის მოხდა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიკმეთ ჰაჯიევის ინფორმაციით, განჯა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით SCUD/Elbrus დაბომბეს.

”ANAMA– ს ცნობით, განჯას მიმართულებით SCUD/Elbrus ბალისტიკური რაკეტები იყო გაშვებული. ამას ადასტურებს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ჭურვები. მშვიდობიანი მოსახლეობის კომპაქტურად დასახლებულ უბნებში SCUD რაკეტებით დაბომბვა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აბსოლუტურ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებაზე მეტყველებს”, - განაცხადა ჰაჯიევმა.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"სომხეთის მიზანმიმართული და განურჩეველი დამიზნება მშვიდობიანი მოსახლეობაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, აგრეთვე ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის აშკარა დარღვევით, მშვიდობიანი ადამიანების მიზანმიმართული მკვლელობა წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და სომხეთის ხელისუფლებამ ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.

სომხეთის განგრძობადი აგრესია, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი შეტევები უნდა შეწყდეს და საერთაშორისო საზოგადოებამ სომხეთის მხრიდან ამ არაადამიანურ ქმედებებზე აზერბაიჯანის ხალხის წინააღმდეგ თვალი არ უნდა დახუჭოს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system