თავში

განჯაზე სარაკეტო თავდასხმის დღიდან ერთი წელი გავიდა

​განჯაზე სარაკეტო თავდასხმის დღიდან ერთი წელი გავიდა
განჯაზე სარაკეტო თავდასხმის დღიდან ერთი წელი გავიდა

აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სარაკეტო თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

მისი ცნობით, , ქალაქის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმები 2020 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00-ზე მოხდა.

"10 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის მიუხედავად, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანული დასახლებების მასიური დაბომბვა გააგრძელა.

ამჯერად სამიზნე განჯა იყო. მოწინააღმდეგის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ქალი, დაშავდა 35 ადამიანი. მოგვიანებით, ერთ -ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 10 -ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვადასხვა დანიშნულების 100-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა", - წერს აზერბაიჯანული მედია.

მისი ცნობით, ქალაქ განჯას დაბომბვასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით აღძრა.

განჯაზე სარაკეტო თავდასხმის მომენტი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

"ცნობისთვის, ყარაბაღის მეორე ომის დროს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯა 5-ჯერ დაბომბეს (4, 5, 8, 11, 17 ოქტომბერს). შედეგად, დაიღუპა 26 ადამიანი, დაშავდა 175. ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო საშუალებებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 93 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 12 ბავშვი, 27 ქალი, დაშავდა 454 სამოქალაქო პირი, სულ დაზიანდა 12 292 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა, 288 მანქანა, გამოვლინდა 1,018 ფერმის დაზიანების ფაქტი", - წერს აზერბაიჯანული მედია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system