თავში

გაფიცვის გამო "ბრიტანულმა ავიახაზებმა" თითქმის ყველა რეისი გააუქმა

​გაფიცვის გამო "ბრიტანულმა ავიახაზებმა" თითქმის ყველა რეისი გააუქმა
გაფიცვის გამო ბრიტანულმა ავიახაზებმა თითქმის ყველა რეისი გააუქმა

გაფიცვის გამო "ბრიტანულმა ავიახაზებმა" დაგეგმილი რეისების თითქმის 100 პროცენტი გააუქმა.

ბრიტანული ავიახაზების პილოტების ასოციაციის (British Airline Pilots Association) წევრებმა 48-საათიანი საპროტესტო აქცია დაიწყეს, რის გამოც ორშაბათსა და სამშაბათს ავიაკომპანია მგზავრებს ვერ მოემსახურება.

ასოციაციის წევრები ითხოვენ, რომ "ბრიტანულმა ავიახაზებმა" შემოსავლის ნაწილი პილოტებს უწილადოს, ავიაკომპანიაში კი აცხადებენ, რომ გაფიცვა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მფრინავების ანაზღაურება, მათი აზრით, სამართლიანია.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალს მიიღებს კომპანია გაფიცვის შედეგად.

ავიაკომპანია მოუწოდებს მგზავრებს, აეროპორტში ტყუილად არ მივიდნენ. ამავდროულად "ბრიტანულ ავიახაზებში" აცხადებენ, რომ უმეტესობამ მგზავრობის ალტერნატიულ ხერხებს უკვე მიმართა.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მგზავრებს ბილეთის საფასურს უკან მთლიანად დაუბრუნებენ, ან ჯავშანს 355 დღის განმავლობაში სხვა ნებისმიერ დროს გადაუტანენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system