თავში

გარდაიცვალა სუროგაციით გაჩენილი გოგონა, რომელზეც მშობლებმა უარი თქვეს - PHOTO

​გარდაიცვალა სუროგაციით გაჩენილი გოგონა, რომელზეც მშობლებმა უარი თქვეს
გარდაიცვალა სუროგაციით გაჩენილი გოგონა, რომელზეც მშობლებმა უარი თქვეს - PHOTO

სერაფინა ჰარელის სახელი ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა სუროგატ დედას აბორტის გაკეთება მოსთხოვეს, თუმცა ფეხმძიმე ქალმა ბავშვი მაინც გააჩინა.

სერაფინა ჰარელის მშობლებმა კრისტალ კელი სუროგაციისთვის დაიქირავეს, თუმცა ექოსკოპიური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მუცლად მყოფ ნაყოფს ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა ჰონდა. ბიოლოგიურმა მშობლებმა კრისტალ კელის 10 000 დოლარი შესთავაზეს და აბორტის გაკეთება მოსთხოვეს, თუმცა სუროგატი დედა მათ მოთხოვნას არ დათანხმდა, სხვა შტატში გადავიდა და ბავშვი, კანონის თანახმად, საკუთარი მეურვეობით გააჩინა. მოგვიანებით ახალშობილი ჰარელების ოჯახმა იშვილა.

გოგონას არ შეძლო სიარული და ლაპარაკი, თუმცა ისწავლა ინვალიდის სავარძლის მართვა და ჟესტების ენა. გოგონამ რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანა და 8 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სერაფინას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის დავა დიდხანს გრძელდებოდა. სერაფინა ჰარელის საქმემდე სუროგატი დედის აბორტის საკითხი კანონით არ იყო დარეგულირებული. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სუროგაციის სამართლებრივ ასპექტებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system