თავში

"გარდიანი“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სამაგალითოს უწოდებს

"გარდიანი“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სამაგალითოს უწოდებს
გარდიანი“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სამაგალითოს უწოდებს

ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სამაგალითო უწოდა. სტატია საქართველოში მოღვაწე ბრიტანელი ჟურნალისტის ლინდა ბარტონის მიერ არის მომზადებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელება შეანელეს ან შეაჩერეს. 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში, სადაც მასახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, ინფიცირებულთა რაოდენობა 252-ს აღწევს, ხოლო გარდაცვალების მხოლოდ სამი შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან დაღუპულთა საშუალო ასაკი 79-86 წლამდე მერყეობს და მათ თანდართული დაავადებები აღენიშნებოდათ.

გამოცემა ინფექციის გავრცელების შენელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყნის სწრაფ რეაგირებას ასახელებს.

"რა თქმა უნდა, ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა ექსერტები განცხადებით, უმთავრესი არის ის გარემოება, რომ ქვეყანამ სამოგზაურო შეზღუდვები დროულად დააწესა, მათ შორის, ჩინეთიდან ფრენები ჯერ კიდევ იანვრიდან შეაჩერა. მიუხედავად შემთხვევების მცირე რაოდენობისა, მარტის დასაწყისიდან დაკეტა სკოლები ბაღები და უნივერსიტეტები", - წერს "გარდიანი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system