თავში

გარემოს აქტივისტი ეუგუი როი პერესი ოახაკაში მოკლეს

გარემოს აქტივისტი ეუგუი როი პერესი
გარემოს აქტივისტი ეუგუი როი პერესი ოახაკაში მოკლეს

გარემოს დაცვის აქტივისტი ეუგუი როი მარტინეს პერესი სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში, ოახაკას მუნიციპალიტეტში მოკლეს. 21 წლის ეუგუი ოახაკას გარემოს დაცვის ორგანიზაციის წევრი იყო და "Valley of Oaxaca-ს" ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 

მამაკაცი რეპტილიებისა და ამფიბიების დაცვასაც უთმობდა დროს. ოჯახის წევრების განცხადებით, მას ოახაკაში მდებარე რანჩოში ესროლეს. 

"ჩემმა ძმამ კარანტინის პერიოდის გატარება რანჩოში გადაწყვიტა. ის აგროვებდა მწერებს, მეცადინეობდა, ჟურნალისთვის სტატიებს წერდა, რამდენიმე ირემზე ზრუნავდა და საკუთარი ბლოგისთვის მასალას ამზადებდა. იგი გარდაცვლილი მეზობელმა, სისხლის გუბეში, იატაკზე იპოვა", - ამბობს ეუგუის და როსალინდა და იმედოვნებს, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. 

ეუგუის მეგობარი აქტივისტები და ოჯახის წევრები გუბერნატორ ალეხანდრო მურატსა და მოსამართლე ვუბენ ვასკონსელოს სამართლიანობის აღდგენისა და მომხდარის გამოძიებისაკენ მოუწოდებენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system