თავში

გარემოსდამცველთა საჩივარი უარყოფილია - ბერლინთან 92 ჰექტარი ტყე გაიჩეხება

გარემოსდამცველთა საჩივარი უარყოფილია - ბერლინთან 92 ჰექტარი ტყე გაიჩეხ
გარემოსდამცველთა საჩივარი უარყოფილია - ბერლინთან 92 ჰექტარი ტყე გაიჩეხება

ბერლინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უფლება მისცა ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს გაჩეხოს ტყე 92 ჰექტარ ფართობზე. მიზანი მასშტაბური ქარხნის მშენებლობაა. 

სასამართლომ, ამ გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა გარემოსდამცველთა საჩივარი, რომელიც ხეების მოჭრას ეწინააღმდეგებოდა. 18 თებერვალს, ამ საჩივრის საფუძველზე, კომპანიას დროებით შეუჩერდა სამუშაოების გაგრძელების უფლება. თუმცა, სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნა მიღებული. 

ადგილობრივი გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ელექტრომობილების საწარმო უარყოფით გავლენას მოახდენს ველურ ბუნებასა და მიმდებარედ არსებულ წყლის რესურსებზე. Tesla-ს დამფუძნებელმა, ელონ მასკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი წარმოება ბევრად ნაკლებ წყალს მოიხმარს, ვიდრე წარმოდგენილ საჩივარშია აღნიშნული. მან ასევე დასძინა, რომ ტერიტორია, რომელსაც ასუფთავებს, ბუნებრივად შექმნილი ტყეც კი არ არის. მისი ინფორმაციით აქ ხეები სამომავლო მოხმარებისათვის გააშენეს. 

Tesla-ს ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს. გეგმის მიხედვით, აქ 10 000 ადამიანი დასაქმდება და წელიწადში, სულ ცოტა, 500 000 მანქანას გამოუშვებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system