თავში

გარეულმა ღორებმა ქალი დაგლიჯეს

​გარეულმა ღორებმა ქალი დაგლიჯეს
გარეულმა ღორებმა ქალი დაგლიჯეს

აშშ-ს ტეხასისი შტატში, ქალაქ ანაუაკში გარეულმა ღორებმა ქალი დაგლიჯეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

59 წლის კრისტინ როლინსი მომვლელად მუშაობდა. ის დილით სამსახურში მივიდა, მანქანა გააჩერა. ეზოში მას აგრესული გარეულო ღორები დაესხნენ თავს.

მისი ცხედარი სახლის 84-წლის პატრონმა აღმოაჩინა. სხეულზე როლინსს მრავლობით ნაკბენები აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

ოლქის შერიფის, ბრაიან ჰოუტერის თქმით, მსგავსი ინციდენტები აქ ძალიან იშვიათად ხდება. აშშ-ს მასშტაბით გარეული ღორების თავდასხმის სულ 6 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system