თავში

გასაჯაროვდა პედოფილის ფოტო - PHOTO

გასაჯაროვდა პედოფილის ფოტო - PHOTO
გასაჯაროვდა პედოფილის ფოტო - PHOTO

რუსეთში, ქალაქ ომსკში პედოფილი 6 წლის გოგონას გატაცებას ცდილობდა. შემთხვევა სადარბაზოში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.

კამერის ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ, ნათლად ჩანს გოგონა, რომელიც სადარბაზოს კიბეებზე ადის, უკან მამაკაცი მიყვება, რომელიც მის ხელში აყვანასა და გატაცებას ცდილობს, ბავშვი კიბის სახელურს მაგრად ეჭიდება და თავდამსმელისგან თავისუფლდება.

ინციდენტის შესახებ გოგონამ მშობლებს უამბო და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტოები და მონაცემები გაასაჯაროვა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ თუ მას დაინახავენ , მაშინვე შესაბამის სამსაურს აცნობონ.

”ყველანაირ ზომას მივიღებთ მის დასაჭერად", - აცხადებენ პოლიციაში.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, გოგონას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system