თავში

გასულ წელს სასურსათო კრიზისით 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა

გასულ წელს სასურსათო კრიზისით 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა
გასულ წელს სასურსათო კრიზისით 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა

გასულ წელს თითქმის 20 მილიონზე მეტ ადამიანს შეექმნა სასურსათო კრიზისი, რაც გამოიწვია შეიარაღებულმა კონფლიქტებმა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და ამინდის გაუარესებამ. იგივე სიტუაცია კვლავ პერსპეტივაშია. ინფორმაცია ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მანკიერი ციკლი დასრულდეს. 21-ე საუკუნეში შიმშილისა და კონფლიქტის ადგილი აღარ არის", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.

მან დასძინა, რომ კონფლიქტისა და შიმშილის მოგვარება საჭიროა ერთობლივად, რადგან ისინი ერთმანეთს აძლიერებენ.

გასულ წელს სასურსათო კრიზისის შედეგად დაზარალებული სამიდან ორი ადამიანი აფრიკაში იმყოფებოდა, თუმცა მსოფლიოს სხვა ნაწილებიც არ ჩამორჩებოდა მას, მაგალითად იემენი, ავღანეთი, სირია და ჰაიტი.

ცნობილია, რომ ბურკინა-ფასოში, სამხრეთ სუდანსა და იემენში, გასულ წელს 133,000 ადამიანი სასურსათო დაუცველობის ყველაზე მძიმე ან კატასტროფის ფაზაში იმყოფებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზომები დაუყონებლივ იქნას მიღებული, რათა შიმშილით სიკვდილი თავიდან იქნას აცილებული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ, სულ მცირე, კიდევ 28 მილიონი ადამიანი სასურსათო კრიზისის საგანგებო ფაზაში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შიმშილისგან ერთი ნაბიჯით იყვნენ დაშორებულნი და მოითხოვდნენ სასწრაფო ზომებს სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადასარჩენად და შიმშილის თავიდან ასაცილებლად.

"საჭიროა ჩვენი აგრო-კვების სისტემების რადიკალური გარდაქმნა. თუ ამჟამინდელი ტენდენციები არ შეიცვალა, კვებით გამოწვეული კრიზისები გაიზრდება დიდი სიხშირით და სიმძიმით", - ნათქვამია ევროკავშირის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაერო-ს მსოფლიო კვების პროგრამისა და USAID-ის ერთობლივ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system