თავში

გატაცებული ქალი 162 დღე ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული - PHOTO

​გატაცებული ქალი 162 დღე ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული
გატაცებული ქალი 162 დღე ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული - PHOTO

სამხრეთ აფრიკაში, სატრანსპორტო მაგნატის შვილმა 162 დღე სასტიკ ტყვეობაში გაატარა. 2 შვილის დედა, 46 წლის სანდრა მანსემი, დურბანის მახლობდად ფაინთაუნში მიდიოდა. შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ქალი ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ინფორმაციას MIrrori -ი ავრცელებს. 

სანდრა მანსემის მამა სატრანსპორტო კომპანია Crossmoor Transport -ის ფინანსური დირექტორია. გამტაცებლები მძევლის გასათავისუფლებად 6 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოსასყიდს ითხოვდნენ.

ბოროტმოქმედებმა ქალი სახლში კედელზე ჯაჭვებით მიაბეს. მას ტუალეტსა და სააბაზანოში გადაადგილება მხოლოდ ჯაჭვებით, იატაკზე ხოხვით შეძლო. ოთახს ამოქოლილი ჰქონდა კარები და ფანჯრები, ისე რომ გარედან ვერავის ვერაფერი დაენახა და გაეგო.

გატაცებულმა ქალმა სასტიკ ტანჯვასა და ტყვეობაში 5 თვეზე მეტი გაატარა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ პოლიცია დამნაშავე დაჯგუფების კვალზე გავიდა და ქალის ადგილსამყოფელს მიაგნო.

საქმესთან დაკავშირებით მძევლის ორი ტყვე და ორი გამტაცებელი, სულ 4 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system