თავში

გაციება კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაა - მეცნიერები

​გაციება კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაა - მეცნიერები
გაციება კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაა - მეცნიერები

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი გაციების შედეგად T-უჯრედების მაღალი დონე აქვთ, კოროვირუსულით ნაკლებად ავადდებიან. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.

კვლევა 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლების უმეტესობას კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონდა და არც COVID-19-ზე იყო აცრილი. მეცნიერებმა 52 მოხალისე შეისწავლეს, რომლებიც კოვიდინფიცირებულ ადამიანთან ერთად ცხოვრობდნენ. მონაწილეებმა PCR-ტესტები კონტაქტიდან მეოთხე და მეშვიდე დღეს ჩააბარეს.

აღმოჩნდა, რომ 26 მოხალისეს, რომლებიც არ დაინფიცირდნენ, T-უჯრედების დონე მნიშვნელოვნად მაღალი ჰქონდათ, ვიდრე კვლევის ინფიცირებულ მონაწილეებს.

"ვირუსისგან თავის დასაცავად, ეს T-უჯრედები თავს ესხმიან ცილებს COVID-19-ის შიგნით და არა ეკლოვან ცილას", - განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა აჯიტ ლალვანიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system