თავში

გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან?

გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან?
გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან?

აშშ-ის დაზვერვითი საზოგადოება თვლის, რომ კორონავირუსი COVID-19 ხელოვნურად შექმნილი არ არის. 

"დაზვერვითი საზოგადოება მეცნიერების ფართო კონსენსუსს ეთანხმება, რომ ვირუსი COVID-19 ადამიანის მიერ შექმნილი და გენეტიკურად მოდიფიცირებული არ იყო", - ამბობენ ისინი.

თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ, შესაძლოა, ვირუსი, შემთხვევით, ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამ მოსაზრებას უკვე ბევრი ემხრობა, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვუჰანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. გამოძიება გრძელდება, თუმცა ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ამ მოსაზრებას და ირწმუნება, რომ ვირუსი ველური ცხოველების ბაზრობიდან გავრცელდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, თუმცა პრეზიდენტმა დეტალებზე არ ისაუბრა. სამაგიეროდ, მან განაცხადა, რომ გაეცნო მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ვირუსი სწორედ ლაბორატორიიდან გავრცელდა. პრეზიდენტმა არ დაასახელა, რა მტკიცებულებებზე იყო საუბარი. მისი თქმით, მას ამის უფლება არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system