თავში

გაზის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

​გაზის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ
გაზის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, საკურორტო ქალაქ შჩირკში გაზის აფეთქება მოხდა და საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ადგილზე მისულმა მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 1 ბავშვია. კიდევ 4 ადამიანს სახლის ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. 

მაშველებს ხელით უწევთ მუშაობა. სამაშველო სამუშაოებს თოვა და ნულს ქვევით ტემპერატურა ართულებს.

აფეთქება სამსართულიან სახლში მოხდა, სადაც 2 ოჯახი, სულ 9 ადამიანი ცხოვრობდა. ოჯახის ერთი წევრი აფეთქებისას ადგილზე არ იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system