თავში

გებრეისუსი: ჯანმო მოუთმენლად ელოდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მუშაობას

გებრეისუსი: ჯანმო მოუთმენლად ელოდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მუშაობას
გებრეისუსი: ჯანმო მოუთმენლად ელოდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მუშაობას

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ჯანმო მოუთმენლად ელოდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მუშაობას. მან ასევე პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ პანდემიის დასასრულებლად ხელმძღვანელობაა საჭირო. მან ეს განცხადება ჯანმო-ს 194 წევრი ქვეყნის მინისტრთა სხდომაზე გააკეთა, რომელიც მაისში მოკლე შეხვედრის შემდეგ დღეს განახლდა. ამის შესახებ Independet წერს.

სიტყვით გამოსვლამდე ჯანმო-ს ხელმძღვანელმა კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

"ამ სულისკვეთებით ჩვენ ვულოცავთ გამარჯვებას არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, ჩვენ ამ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ჩვენ ხელახლა უნდა გავამყაროთ ორმხრივი ნდობა და ერთად ვებრძოლოთ პანდემიას, რადგან დასრულდეს იგი" - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან ის ტრამპის გადაწყვეტილებას WHO-ს დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გააუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system