თავში

გემმა "Open Arms" მალტის წყლებში 40 მიგრანტი გადაარჩინა

​გემმა "Open Arms" მალტის წყლებში 40 მიგრანტი გადაარჩინა
გემმა Open Arms მალტის წყლებში 40 მიგრანტი გადაარჩინა

ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის, "Proactiva-ს" კუთვნილმა გემმა "Open Arms" მალტის წყლებში 40 მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ ორგანიზაცია "Twitter-ში" წერს.

"40 ადამიანი... სრულ სიბნელეში, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ახალშობილია. ასე ვიპოვეთ. ეს ღამე მათ "Open Arms-ის" ბორტზე გაატარეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სიცილიასთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system