თავში

გემზე ხანძრის შედეგად 60 მიგრანტი დაიღუპა

​გემზე ხანძრის შედეგად 60 მიგრანტი დაიღუპა
გემზე ხანძრის შედეგად 60 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში არალეგალების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი გარდაცვლილად ითვლება. ხის გემს, რომლითაც ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში არალეგალები გადაჰყავდათ, რამდენიმე დღის წინ დაიწვა. ცეცხლი მიგრანტებით დატვირთულ ხომალდზე ძალიან სწრაფად გავრცელდა. გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იყო. მათმა უმეტესობამ ცურვა არ იცოდა. რამდენიმე დღიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად 45 ადამიანი გადაარჩინეს, დანარჩენები დაკარგულად ითვლება.

მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში გადასვლის მცდელობისას ზღვაში 2020 წელს 1200-ზე მეტი, ხოლო 2021 წელს 300-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დაიღუპა. უკანონო მიგრაცია და ტრაგიკული შემთხვევები ძირითადად ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ მარშრუტზე ხდება, რომელიც ლიბიისა და ტუნისის სანაპიროებიდან სამხრეთ იტალიამდე გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system