თავში

გენერალ სულეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანში გადააქვთ

გენერალ სულეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანში გადააქვთ
გენერალ სულეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანში გადააქვთ

გენერალ ქასემ სულეიმანის ცხედარი, რომელიც აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლეს, ერაყიდან ირანში გადააქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული ტელეკომპანია IRIB ავრცელებს.

აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Express -ი აქვეყნებს. აშშ-ი შიშობს, რომ სპეცოპერაციას ერაყსა და რეგიონში ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება, რაც შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. 

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system