თავში

გენერალმა ჰაფთარმა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

გენერალმა ჰაფთარმა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოაწ
გენერალმა ჰაფთარმა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

ლიბიის ნაციონალური არმიის ხელმძღვანელსა და ტრიპოლის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო გარიგება ვერ შედგა. მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოწერა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საბოლოო დოკუმენტი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მზად იყო და მას კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე მხარემ მოაწერა ხელი, თუმცა, ჰაფთარმა დამატებითი დრო ითხოვა.

მოსკოვში მოლაპარაკებები ლიბიის კონფლიქტის ორ ლიდერს შორის, ფაიზ სარაჯისა და და ხალიფა ჰაფთარს შორის ორშაბათს გაიმართა. დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

2011 წელს მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ლიბიაში 2 მმართველობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა აკონტროლებს, რომელსაც მხარს გაერო და საერთაშორისო კოალიცია უჭერს. კონფლიქტის მეორე მხარეს ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი წარმოადგენს. მას მხარს უჭერს - რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system