თავში

გერმანელი მამაკაცი სელფის გადაღებისას ტაძრის ხარაჩოდან გადმოვარდა

გერმანელი მამაკაცი სელფის გადაღებისას ტაძრის ხარაჩოდან გადმოვარდა
გერმანელი მამაკაცი სელფის გადაღებისას ტაძრის ხარაჩოდან გადმოვარდა

გერმანიაში მამაკაცი სელფის გადაღების დროს ხარაჩოდან გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Merkur ავრცელებს.

მედიის ცნობით, 28 წლის მამაკაცი რეგენსბურგის საკათედრო ტაძრის ხარაჩოდან, 50 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, როდესაც სურათის გადაღებას ცდილობდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი ხარაჩოზე ნასვამ მდგომარეობაში ავიდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ. მათ შორის, ოთხი პოლიციისა და რამდენიმე სასწრაფოს მანქანა. მამაკაციის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ექიმების განცხადებით მისი დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system