თავში

გერმანელი მინისტრი სახლიდან მუშაობის დაკანონებას ითხოვს

გერმანელი მინისტრი სახლიდან მუშაობის დაკანონებას ითხოვს
გერმანელი მინისტრი სახლიდან მუშაობის დაკანონებას ითხოვს

გერმანიის შრომის მინისტრს ჰუბერტუს ჰაილს სურს, რომ სახლიდან მუშაობის უფლება დასაქმებულ პირებს კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც მიეცეთ. ამის შესახებ ინფორმაცის US News ავრცელებს.

ჰუბერტუს ჰაილმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დისტანციურად მუშაობის შესახებ წინადადებას შემოდგომაზე წამოაყენებს, რათა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, შინიდან მუშაობის უფლება ჰქონდეთ. 

შრომის მინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც პირველადი შეფასებით ვლინდება, სახლიდან მომუშავე პირთა რაოდენობა ეპიდემიის პერიოდში 12% -დან 25% -მდე გაიზარდა და დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს შეადგენს.

”ყველას, ვისაც სურს და ვისი სამსახურიც ამის საშუალებას იძლევა, შინიდან მუშაობა უნდა შეეძლოს, მაშინაც კი, როდესაც კორონავირუსის პანდემია დასრულდება. ეპიდემიის მიმდინარეობისას დავინახეთ, თუ რამდენი რამის გაკეთება არის სახლიდან შესაძლებელი”, - განაცხადა ჰუბერტუს ჰაილმა.

ჰეილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებს თავად უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება, სახლიდან იმუშავებენ თუ ოფისიდან. ამასთანავე ალტერნატივის სახით, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ კვირაში ერთი ან ორი დღე მაინც იმუშაონ სახლიდან.

ჰკანცლერ ანგელა მერკელის მმართველ კოალიციაში შემავალი მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლის შემადგენლობაშიც ჰუბერტუს ჰაილი შედის, სახლიდან მუშაობის დაკანონების შესახებ წინადადებით ჯერ კიდევ შემოდგომაზე გამოვიდა. თუმცა, გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაციების კონფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფენ კამპეტერმა აღნიშნული წინადადება არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ამით დასაქმებულთა პროდუქიულობა შემცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system