თავში

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსზე ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსზე ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავე
გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსზე ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს

გერმანელმა მეცნიერებმა მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც კორონავირუსზე ტესტირების შესაძლებლობას სულ მცირე 10-ჯერ ზრდის. ამის შესახებ ჰესენის ფედერაციული მიწის მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, ახალი მეთოდით ერთდროულად რამდენიმე ნიმუშის შეფასებაა შესაძლებელი. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

"ეს გერმანიაში სატესტო სიმძლავრეს დღეში დაახლოებით 40 000 ტესტიდან 200 000-400 000-მდე გაზრდის, თანაც დიაგნოსტიკის ხარისხი არ დაზარალდება", - აღნიშნავენ უწყებაში.

როგორც წესი, ნაცხი, რომელსაც პირის ღრუდან და ცხვირიდან იღებენ, ცალ-ცალკე მუშავდება. ახალი მეთოდის საშუალებით კი მეცნიერებმა რამდენიმე ზონდი ერთ სპეციალურ ხსნარში მოათავსეს და ე.წ. PCR მეთოდით შეისწავლეს, რომელიც უშუალოდ SARS-CoV-2 გენომს ადგენს. თუ საერთო პასუხი უარყოფითია, მაშინ გასაგებია, რომ ყველა ნაცხი სათითაოდ უარყოფითია.

"თუ პასუხი დადებითია, მაშინ ყველა ნაცხი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი", - განაცხადეს სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system