თავში

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნს აცხადებს

​გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნს აცხადებს
გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნს აცხადებს

გერმანიამ პანდემიის მართვის პირობებში ახალი შეზღუდვები გამოსცა. მათ მიხედვით, არავაქცინირებულ პირებს არ შეეძლებათ იმყოფებოდნენ ისეთ საჯარო სივრცეებში, როგორიცაა მაღაზიები და წვეულებები. გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, ვინც Covid 19 ახლო წარსულში მოიხადა.

"კულტურა და დასვენების სივრცეები მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილია. ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია და გვინდა მივიღოთ სამომავლოდ ზომები იმ ნაბიჯებთან ერთად, რომელიც უკვე გადადგმულია", - განაცხადა კანცლერმა მერკელმა.

მერკელი აცხადებს, რომ ვაქცინირების შესახებ ახალი ვალდებულებები 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system